ფრანგული სარაგბო კლუბის, სენტ-ესტევის მოთამაშეს სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამის მიზეზი ტულუზის სტადიონზე მომხდარი ინციდენტი გახდა. მსაჯმა რაგბისტს ყვითელი ბარათი უჩვენა, რის გამოც სპორტსმენი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ძლიერი დარტყმისგან რეფერიმ გონება დაკარგა. ინციდენტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.