საფეხბურთო კლუბ არსენალის ფანებმა ლონდონში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ „მეთოფეთა“ თავკაცის, არსენ ვენგერის გადადგომა მოითხოვეს. მანამდე ვენგერის გადადგომის მოთხოვნით გრანდიოზული ბანერები ჰაიბერის სტადიონზე გადმოკიდეს. ვენგერი კლუბს 1996 წლიდან თავკაცობს. სეზონის ბოლოს მას არსენალთან კონტრაქტი ეწურება.