ეს არის სატურნის ატმოსფეროს პირველი რეალური გამოსახულება, რომელიც კოსმოსურმა ხომალდმა "კასინიმ“ დედამიწაზე გამოაგზავნა. "კასინის დიდებული დასასრული"-ს ფარგლებში კოსმოსურმა ხომალდმა სატურნის ატმოსფეროსა და მის რკალს შორის 22 დაშვება უნდა განახორციელოს. კოსმოსური ხომალდი 2017 წლის 15 სექტემბერს საბოლოოდ დაეშვება პლანეტის ატმოსფეროში.