ნასამ ჰაბლის თანამედროვე მიკროსკოპით ახალი პლანეტა აღმოაჩინა, რომელიც თავისი ვარსკვლავისაგან დაშორებითა და ზომით დედამიწის პროპორციებს უტოლდება. პლანეტა "OGLE-2016-BLG-1195Lb"- ის გარსი მთლიანად ყინულითაა დაფარული.ეს გამოწვეულია იმით, რომ იმ სისტემის ვარსკვლავი, რომლის ორბიტის გარშემოც მოძრაობს ძალიან სუსტია.
„ყინულის ბურთი“, როგორც მას მეცნიერები უწოდებენ, ყველაზე მსუბუქია ჰაბლის მიკრო-ტელესკოპით აღმოჩენილ პლანეტებს შორის.
მიკროლინზირება არის შორეული ობიექტების აღმოჩენის ტექნიკა, რომელიც დასაკვირვებელ არეალში მდებარე ვარსკვლავების შუქ-ჩრდილებს იყენებს. როცა ვარსკვლავი კვეთს მის წინ მდებარე კაშკაშა ვარსკვლავს, ამ ცეცხლოვანი მასის გრავიტაცია ფოკუსირებას ახდენს ე.წ. გდამკვეთი ვარსკვლავის შუქზე, რაც მას კიდევ უფრო კაშკაშად წარმოაჩენს. თუ ამ ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრაობს რაიმე ციურს სხეული, რომელიც პლანეტათა კლასიფიკაციაში შეიძლეა ჩავატიოთ, ის ამ პროცესში, ვარსკვლავის ჩრდილზე სულ რამდენიმე საათით გამოიხატება. დედამიწიდან შორ დისტანციაზე მყოფი პლანტეტები სწორედ ამ ტექნიკითაა აღმოჩენილი.