საჰაერო ხომალდმა კასინიმ სახიფათო და უპრეცენდენტო მანევრი გააკეთა და დაეშვა სატურნსა და მის საიდუმლოებებით მოცულ რკალს შორის. რობოტმა აღბეჭდა უპრეცენდენტო კადრები. ხომალდი განთავსდა 1500 მილის (2414 კმ) სიგანეზე პლანეტის ატმოსფეროსა და შიდა რკალს შორის. ეს 22-ჯერ განსახორციელებელი ცდებიდან პირველია. ხომალდი შეაგროვებს ინფორმაციას და გამოაგზავნის დედამიწაზე, რათა განისაზღვროს რკალის მოცულობა. აქამდე არც ერთი საჰაერო მოწყობილობა არ ყოფილა ამ მონაკვეთში.
„კასინის დიდებული დასარული“, როგორც მას ნასა მოიხსენიებს, შესაძლოა, გამოდგეს ყველაზე სანახაობრივი საგმირო საქმე მეცნიერების ისტორიაში. ამ სანახაობის საილუსტრაციოდ ნასა ავრცელებს ვიდეო მასალას, სადაც ასახულია პროცესი თუ როგორ იჭრება კაცობრიობის ისტორიაში პირველად საჰაერო ხომალდი სატურნის ატმოსფეროში და როგორ ნადგურდება 20-წლიანი შეუსვენებელი შრომის შემდეგ იქ, სადაც მასზე ჭკვიანი ჯერ არავინ მოხვედრილა.
როცა კასინი საბოლოოდ გაითიშება, სექტემბერში, ის დაიღუპება იმით რასაც მთელი მისი არსებობის პერიოდში აკეთებდა- ძიებაში...