ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი რუმინელ მწვრთნელს, ილიე ნასტესეს რასიზმში ადანაშაულებს. ამის მიზეზი 70 წლის მწვრთნელის მიერ გაკეთებული კომენტარი გახდა, რომელიც უილიამსის ფეხმძიმობას და მის მომავალ ბავშვს ეხებოდა. ნასტესე იმით დაინტერესდა, იქნება თუ არა რძიანი შოკოლადის ფერი სერენა უილიამსისა და ალექსის ოგანიანის მომავალი ბავშვი.
„ვწუხვარ, რომ ისეთ საზოგადოებაში მიწევს ცხოვრება, რომლებიც ასეთ რასისტულ განცხადებებს აკეთებენ. ყოველთვის ვამბობდი და განვმეორდები- მსოფლიომ ძალიან დიდი გზა გამოიარა, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი,“-განაცხადა უილიამსმა.