ჩეხი ფეხბურთები, 31 წლის ფრანტიშეკ რაიტორალი გარდაცვლილი იპოვნეს, ამის შესახებ BBC sport იუწყება.
მათი ინფორმაციით, ფეხბურთელი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვნეს.
არსებული ინფორმაციით, თურქეთის კლუბ "გაზიანთეფის" ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, კლუბის პრეზიდენტმა და ფეხბურთელის მეუღლემ განაცხადეს, რომ ფრანტიშეკს თავის მოკვლის არანაირი მიზეზი არ ქონია.
ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.