ლონდონში ტრადიციული ყოველწლიური მარათონი გაიმართა. ამჯერად ეთიოპოელმა მორბენალებმა პირველობა დათმებს. კაცებს შორის გამარჯვებული კენიელი დანიელ ვანჯირუ გახდა, რომელსაც დისტანციის დასაფარად 2 საათი, 5 წუთი და 56 წამი დასჭირდა. ქალებს შორის ფინიშის ხაზი პირველმა ასევე კენიელმა მერი კეიტანიმ გადაკვეთა. დისტანციის დაფარვას მან 2 საათი, 17 წუთი და 1 წამი მოანდომა. უნარშეზღუდულ სპორტსმენებს შორის გამარჯვებული ბრიტანელი დევიდ ვეირი გახდა. გამარჯვებული მარათონელები სამეფო ოჯახის წევრებმა დააჯილდოვეს.