ცნობილი იტალიელი ველომბრბოლელი მიკელე სკარპონი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ვარჯიშის დროს გზაჯვარედინზე მას მანქანამ დაარტყა. მძიმედ დაშავებული სპორტსმენის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. 37 წლის ველომბრბოლელი ბოლოს ყაზახურ გუნდ „ასტანას“ შემადგენლობაში გამოდიოდა. სკარპონი 2011 წლის „ჯიდო დ’ იტალიას“ ტურნირის გამარჯვებული იყო.