ზლატან იბრაჰიმოვიჩი სტადიონს სეზონის ბოლომდე ვეღარ დაუბრუნდება. ამის შესახებ დეილი მირორი წერს. მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა ანდერლეხტთან შეხვედრაში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. იბრაჰიმოვიჩი მანჩესტერში გასულ წელს გადავიდა. მან 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 28 გოლი გაიტანა.