ნასა საჰაერო ხომალდის, კასინის მიერ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. დედამიწის სილუეტი სატურნის ყინულოვანი რკალის შუაშია მოქცეული.
ხომალდმა ფოტოსურათი აღმოსავლეთის დროით 13 აპრილს 1:41 წუთზე გადაიღო. "კასინი" ფოტოს გადაღების პროცესში დედამიწიდან 1,4 მილიარდი კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა რომ სურათში დედამიწა ძალიან პატარაა, ეს თითქმის შეუმჩნეველი თეთრი წერტილი ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილია.