მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი მსოფლიოში განვითარებული მოვლენებით შეშინებულია. ამის შესახებ ხოსეპ გვარდიოლამ საუტჰემპტონთან შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მეშინია იმის გამო, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ვითარება დღითიდღე იძაბება. განსაკუთრებით სირიის მოვლენები მაშფოთებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერები პრობლემის გადაჭრას შეძლებენ. თუ ისინი ვერ შეთანხმდებიან, არავინ იცის, რა გველის,“-აღნიშნა გვარდიოლამ.