საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით ბიზნესმენებსა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა ბანკების - "თი-ბი-სი", "საქართველოს ბანკი", "ვითიბი ბანკი", "პროკრედიტ ბანკი", ბანკი "რესპუბლიკა", "ტაო პრივატ ბანკი", "ლიბერტი ბანკი" და კომპანიების - "მაგთიკომი", "ჯეოსელი", "ბილაინი", "კოკა-კოლა", "პოპული", "გუდვილი", "მეგა-ფუდი", "გოგლი-მოგლი", "ჯი-ემ-სი ჯგუფი", "იოლი", "ჯი-მარტი" ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში, სასკოლო სასადილოების მოწყობის პროექტი წარუდგინა და მის განხორციელებაში მხადაჭერა სთხოვა.
კომპანია "გოგლი-მოგლისა" და "ტაოპრივატ ბანკის" დახმარებით თბილისის 55-ე და 43-ე საჯარო სკოლებში უკვე მოხდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სასადილოების მოწყობა. ახალი სასწავლო წლიდან კი, პირველ ეტაზე, პროექტი 88 სკოლაში ამოქმედდება.
სასკოლო სასადილოების მოწყობის მიზნით, გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხში საკუთარი წვლილის შეტანა ყველა მსურველ კომპანიას შეეძლება.