მოძრაობა "არა" თბილისში უსახლკაროთა თავშესაფარის გახსნას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით, "არა"-ს წევრებმა დღეს თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართეს და თბილისის საკრებულოსგან უსახლკაროების აღწერა და თავშესაფრის მშენებლობის დაწყება მოითხოვეს.
მოძრაობის ლიდერის ლევან ჩიტაძის განცხადებით, ისინი ხვალ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს შეხვდებიან და უსახლკაროთა თავშესაფრის საკითხს დააყენებენ.
როგორც ჩიტაძე აცხადებს, მათი ორგანიზაციის აღწერის მიხედვით, თბილისში 70 უსახლკაროა, თუმცა ეს რიცხვი, მისი ვარაუდით, გაცილებით დიდია.
მისივე თქმით, ეს საკითხი არაერთხელ დააყენეს მერიაში, თუმცა პრობლემა დღემდე არ არის გადაჭრილი.