მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბრინჯისა და კეფირის დიეტა ყველაზე სასარგებლო და ეფექტურია ჭარბ წონასთან საბრძოლველად. მკვლევარები განმარტავენ, რომ კეფირი შეიცავს ბევრ ვიტამინს და სასარგებლო მინერალს, ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, წმენდს სისხლს და აუმჯებესებს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას. ხოლო ბრინჯს ორგანიზმიდან მარილი და შლაკები გამოაქვს.
ასევე, ბრინჯი ხანგრძლივი დროით გვანაყრებს. ბრინჯისა და კეფირის მხოლოდ 3-დღიანი დიეტის შემდეგ 3 კგ-ს დაკლებაა შესაძლებელი.
სასურველია, რომ საჭმელი ერთსა და იმავე დროს მივიღოთ, ამ შემთხვევაში ორგანიზმი ნაკლებ იგრძნობს კალორიების სიმწირეს.
თუმცა, ბრინჯისა და კეფირის ნებისმიერი დიეტა რაციონიდან გამორიცხავს სანელებლებს, შაქარს, მარილს, და სპირტიან სასმელებს. დღე-ღამის განმავლობაში სასურველია მინიმუმ 1.5 ლ სუფთა წყალი მიიღოთ.