თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამსუნიდან 20 კმ-ში ქალაქ ჩარშამბასთან კომპანია "მაჰმუდ ტურის" კუთვნილი ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადაბრუნდა.
სტამბულიდან ბაქოში მიმავალმა მგზავრებმა მსუბუქი ტრამვები მიიღეს და მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა. ავტობუსი კვლავ მწყობრში იქნა მოყვანილი და იგი უკვე განაგრძობს დაგეგმილ მარშრუტს.
მგზავრება შორის საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც იმყოფება. ავტოსაგზაო შემთხვევას თურქეთის პოლიცია იძიებს.
"მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა. საბედნიეროდ, შესაბამისმა სამსახურებმა ამოყვანეს ავტობუსი. მგზავრთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქ არავინ დარჩენილა. ყველამ იმავე ავტობუსით სარფის მიმართულებით გზა გააგრძელა", _ აცხადებს საქართველოს გენერალური კონსული ტრაბზონში ავთანდილ მიქაცაძე.