თბილისის მერიის ინფორმაციით სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ხვალ ლისის ტბაზე სპორტული აქტივობები გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული აქტივობები: 3X3-ზე კალათბურთი, ქუჩის ფეხბურთი, უშუს საჩვენებელი გამოსვლა, მაგიდის ჩოგბურთი, მჯდომარე ფრენბურთი, სპორტული გარბენი ლისზე ირბინე შენი გულისთვის.
სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული აქტივობები გაიმართა. ქ. თბილისის მერია 2015 წლიდან უერთდება სპორტის საერთაშორისო დღეს.
ღონისძიება 12:00 საათიდან დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება.