რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათ ინფორმაციით, საუბრის დროს ლავროვმა და კლინტონმა განიხილეს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის აშშ-შ დაგეგმილი ვიზიტის დეტალები და სხვა საკითხები.
"ისაუბრეს ასევე ყირგიზეთში არსებული სიტუაციის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე, ირანის ბირთვულ პროგრამასა და კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ მდგომარეობაზე", _ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
მასალის გამოყენების პირობები