მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის შედეგების ლიკვიდაციისათვის ბრიტანულმა კომპანია BP-მა უკვე 2 მლრდ დოლარი დახარჯა.
აღნიშნული თანხა მოიცავს ჭაბურღილის ჰერმატიზაციას, მოსაზღვრე ქვეყნების გრანტებს და სასამართლოებში შეტანილი სარჩელების გადასახადს.
კომპანიის პლატფორმა Dეეპწატერ Hორიზონ-ი მექსიკის ყურეში ლუიზიანას შტატის მისადგომებთან 22 აპრილს ჩაიძირა. კატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ნავთობი ყურეში ამ დრომდე იღვრება. ლუიზიანას, ალაბამას, მისისიპისა და ფლორიდის შტატებმა დიდი ზარალი განიცადეს. რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.