საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს ქუთაისში, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისიებებში მიიღეს მონაწილეობა.
გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩიჩუას იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რევაზ რობაქიძემ უმასპინძლა.
ქვეყნის პირველი პირი შეუერთდა ქუთაისელი სპორტის მოყვარულების მიერ სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციას ,,თეთრი ფურცელი'', რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპორტის პოპულარიზაციის მიზნით აღინიშნება სლოგანით ,,სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის''
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სპორტსმენებთან და აქციაში მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.