„კასინი“ იყო პირველი საჰაერო ხომალდი, რომელმაც 2004 წელს სატურნის ორბიტას შემოუარა. მან შეისწავლა პლანეტის ავრორალური მაგნიტოსფერო და რამდენიმე მთვარე. კასინიმ აღმოაჩინა მიწისქვეშა ოკიანის კვალი სატურნის მთვარე ენსელადუსზე. მან აღმოაჩინა მთვარე ტიტანი რომელიც გეოგრაფიული მონაცემებით დედამიწას წააგავს( უზარმაზარი ტბები თხევადი გაზის რომელიც დედამიწის ნავთობისა და გაზის მთლიან მარაგს აჭარბებს). მან დაადგინა როგორ ფომირდება ახალი მთვარე სატურნის რკალისგან და გადაიღო ფოტომასალა აქამდე წარმოსახვითი რკალისა და პლანეტის ზედაპირის შესახებ. მას ნასამ საბოლოო მისია დააკისრა: ამოხსნას სატურნის რკალის საიდუმლო. შემდეგ კი, პლანეტის ატმოსფეროში განადგურებისათვის დაეშვება.
„ჩვენ არ შეგვიძლია განსვსაზღვროთ იმ ნაწილაკების უზარმაზარი მოცულობა რაც რკალშია, ამის ცოდნას უმთავრესი როლი აქვს ხანდაზმულობის დადგენაში და ეს ჯერ კიდევ რჩება სატურნის იდუმალ გამოცანად. მზის სისტემაში, ამ უჩვეულო სტრუქტურის ჩამოყალიბების შესწავლით გავარკვევთ პლანეტების ფორმირებას სხვა ვარსკვლავების სისტემებშიც“, - ამბობს ნასას სპიკერი პრესტონ დიჩესი.
ამ საიდუმლოს გამოსაცნობად 26 აპრილს საჰაერო ხომალდი „კასინი“ სახიფათო და უპრეცენდენტო მანევრს გააკეთებს და დაეშვება სატურნსა და მის საიდუმლოებებით მოცულ რკალს შორის. რობოტი შეძლებს გადაიღოს უპრეცენდენტო კადრები. 26 აპრილს ხომალდი ჩავა 1500 მილის (2414 კმ) სიგანეზე პლანეტის ატმოსფეროსადა შიდა რკალს შორის და ამ პროცედურას 22-ჯერ განახორციელებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს საკმარისი მასალების მოპოვებას კალკულაციისათვის და გამოაგზავნის დედამიწაზე, რათა განისაზვროს რკალის მოცულობა. აქამდე არც ერთი საჰაერო მოწყობილობა არ ყოფილა ამ მონაკვეთში.
როგორც დიჩესი აცხადეს ნასამ უკვე იცის სატურნისა და მისი რკალის მოცულობა, მაგრამ რთულია პლანეტისა და რგოლის მასების ერთმანეთისათვის გამოკლება, მაშინ როცა კასინის შეუძლია დაადგინოს სატურნის გრავიტაცია მისი რკალის ფაქტორის გათვალისწინებით.
„კასინის დიდებული დასარული“, როგორც მას ნასა მოიხსენიებს, შესაძლოა, გამოდგეს ყველაზე სანახაობრივი საგმირო საქმე მეცნიერების ისტორიაში. ამ სანახაობის საილუსტრაციოდ ნასა ავრცელებს ვიდეო მასალას, სადაც ასახულია პროცესი თუ როგორ იჭრება კაცობრიობის ისტორიაში პირველად საჰაერო ხომალდი სატურნის ატმოსფეროში და როგორ ნადგურდება 20-წლიანი შეუსვენებელი შრომის შემდეგ იქ, სადაც მასზე ჭკვიანი ჯერ არავინ მოხვედრილა.
როცა კასინი საბოლოოდ გაითიშება სექტემბერში ის დაიღუპება იმით რასაც მთელი მისი არსებობის პერიოდში აკეთებდა- ძიებაში...