თეთრი სოკო წარმატებულად ჩაანაცვლებს ხორცს და ამავე დროს ხელს შეუწყობს წონის დაკლებას. შესაბამის დასკვნამდე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალისტები მივიდნენ. მეცნიერები ერთი წლის განმავლობაში კლინიკურ ცდებს ატარებდნენ. კვლევის მონაწილეები იყვნენ ჭარბი წონით შეწუხებული ადამიანები, მათგან 88 პროცენტს ქალები შეადგენდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეთა საშუალო ასაკი 49 წელი გახლდათ.
ექსპერიმენტის 73 მონაწილე ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე ხორცის ნაცვლად მცირე რაოდენობით თეთრ სოკოს მიირთმევდა, დანარჩენები კი თავისი ჩვეული რაციონით შემოიფარგლებოდნენ. საკონტროლო პერიოდის განმავლობაში ყველა მონაწილემ, ვინც სოკოს სასარგებლოდ ხორცზე უარი თქვა, წონაში სამი კილოგრამი დაიკლო. წონაში დაკლებულები ნაკლებ კალორიასა და ცხიმს მოიხმარდნენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრები. მათ შეუმცირდათ სხეულის წონის ინდექსი, ასევე გაუუმჯობესდათ სხეულის პროპორციები.