ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ საშინელებათა ფილმების ყურებისას იმდენივე კალორია იწვება, რამდენიც ნახევარსაათიანი ფეხით სეირნობისას.
ამასთანავე, დახარჯული კალორიების რაოდენობა მით უფრო მაღალია, რაც უფრო საშიშია ფილმი.
კვლევის დროს მისმა მონაწილეებმა 10 კლასიკური საშინელებათა ფილმი ნახეს. ამ დროს ყველა მოხალისეს უსინჯავდნენ პულსს, ჩასუნთქული ჟანგბადისა და ამოსუნთქული ნახშირორჟანგის რაოდენობას. აღმოჩნდა, რომ საათ-ნახევრის განმავლობაში საშინელებათა ფილმის ნახვისას ადამიანი, საშუალოდ, 113 კალორიას ხარჯავდა.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ საშინელებათა ფილმის ყურებისას გამოიყოფა ადრენალინი, რომელიც კალორიებს წვავს.