დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა: ზურაბ ქადაგიძემ და ჯაბაჯიშკარიანმა, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის თანამშრომლებმა მინი-ფეხბურთში სამოყვარულო ტურნირის „ნატოს თასი-2017“ ფარგლებში გამართულ პირველოფიციალურ მატჩში მიიღეს მონაწილეობა.
ამხანაგური მატჩი წარმომადგენლობითი ორგანოსა და საქართველოს ძეგლთა დაცვისა დაკულტურის სამინისტროს გუნდებს შორის ოლიმპიურ ქალაქში გაიმართა და საკრებულოსგუნდის სასარგებლოდ 4-1 დასრულდა.
როგორც შეხვედერის დასასრულს აღინიშნა, საკრებულოს სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი 6 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან მერვედფინალში იასპარეზებს. სპორტულ მარათონს, რომელიც ნატოს საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოსსპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო, საქართველოსძეგლთა დაცვისა და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარისმოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე, ასევე საკრებულოს წევრები-ილია ჯიშკარიანი და მანუჩარ მაჩაიძე ესწრებოდნენ.
საკრებულოს დეპუტატებმა წარმომადგენლობითი ორგანოს გუნდს გამარჯვება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ თბილისის საკრებულო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისმიზნით გამართულ ღონისძიებებს ყოველთვის მიესალმება.
ტურნირში, რომელიც ნატოს დაარსებიდან 68-ე წლის იუბილეს ფარგლებში იმართება, მონაწილეობას სულ 32, მათ შორის საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, თბილისის მერიის, საელჩოებისა და სამთავრობო უწყებების სამოყვარულო გუნდებიმიიღებენ.