დღეს, 21 ივნისს სოფელ მარმარტყოფში ლტოლვილთა თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი გაიხსნება.
ღონისძიებას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
მიმღები ცენტრი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობით აშენდა.