მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთიდან ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც დაადასტურა ხანდაზმული ადამიანის ტვინის უჯრედებზე ცხელი შოკოლადის მოქმედების გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
დაახლოებით 70 წლის ასაკის 60 მოხალისე ერთი თვის განმავლობაში დღეში ორჯერ მიირთმევდა ამ სასმელს. ტესტის შედეგები, რომელიც თავის ტვინის საქმიანობას აფასებს, კვლევის დასასრულს 8,3%-ით გაუმჯობესდა, ტესტის იმ მონაცემებთან შედარებით, რომელიც ექსპერიმენტის დაწყებამდე არსებობდა.
კაკაოს გამაჯანსაღებელ მაგიურ ძალაზე მრავალი საუკუნის წინათაც ფლობდნენ ინფორმაციას. ის შეიცავს სასარგებლო ნივთიერებათა მთელ კომპლექსს: ფლავანოიდის ეპიკატეხინს. იცავს ადამიანის ორგანიზმს ავთვისებიანი ტრანსფორმაციისგან, თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და ამუშავებს დაზიანებული უჯრედების აღდგენის მექანიზმს.
ფინჯანი ცხელი შოკოლადი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ხახვი, წითელი ღვინო ან მწვანე ჩაი. ანტიოქსიდანტების, პოლიფენოლებისა და ფლავანოიდების მაღალი კონცენტრაციის წყალობით, თავის ტვინის უჯრედების დაზიანების დროს ამუშავდება მათი აღდგენისა და დაყოფის მექანიზმი. შედეგად, ტვინის უჯრედები არა მხოლოდ არ კვდება, არამედ ახალგაზრდავდება.