ხვალ, 21 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "საზაფხულო სამეცნიერო აკადემია" გაიხსნება.
თსუ-ს საბავშვო აკადემია VIII-XII კლასის სკოლის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი. კერძოდ კი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული 40-მდე მოსწავლე 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, თსუ ამავე ფაკულტეტის მიერ შემუშავებულ პროგრამაში ჩაერთვებიან.
აკადემიის მოსწავლეთათვის ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, პროფესორები ფრიდონ შუბითიძე (დარტმუთის კოლეჯი, აშშ) და ზაალ კოკაია (ლუნდის უნივერსიტეტი, შვეცია) წაიკითხავენ; სწავლის პროცესში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის რობოტიკის ლაბორატორიიდან ვიდეოკონფერენცია გაიმართება.