დღეს, თბილისში პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, რომლის ორგანიზატორია "რუსთაველის საზოგადოება".
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოს თბილისის მერიის წარმომადგენლები, მწერლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრებიან. შეხვედრაზე ასევე მიწვეულნი არიან საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და პრეზიდენტის დედა გიული ალასანია.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მიწვეულია პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა. საღამოზე რამდენიმე საფორტეპიანო პიესა და საოპერო სპექტაკლებიდან ნაწყვეტები შესრულდება.