ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აფხაზეთის მხედართმთავრის შვილის სამსონ შერვაშიძის ცხედარი აღმოჩინეს.
სამსონ შერვაშიძე, რომელიც პოლკოვნიკი იყო 19 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა.
სამარხში აღმოჩენილია შერვაშიძის სამხრეები, ასევე მის კუბოს მოოქროვილი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული.
შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დადიანების საგვარეულო სამარხები იპოვეს. ნაპოვნია ორი სამარხი, მათ შორის ერთი მე-13 საუკუნისაა, რომელიც ტაძრის აგებამდე იყო განთავსებული. არქეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ აღმოჩენილ ერთ-ერთ საძვალეში ცოტნე დადიანის ნეშტია.
შეგახსენებთ, რომ ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დადიანის ფრესკა წლების განმავლობაში ინახებოდა. სამარხებს მაშინ მიაგნეს, როდესაც ტაძრის იატაკის რესტავრაცია მიმდინარეობდა.