პარი სენ ჟერმენმა საფრანგეთის ლიგის თასი მოიგო. ფინალში პარიზელებმა მონაკო დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. პსჟ-ს რიგებში თავი იულიან დრაკსლერმა, ანჰელ დი მარიამ, და ედისონ კავანიმ გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა. მონაკოელებმა კი პარიზელებს ტომ ლემარის გოლით უპასუხეს.