გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი 260-ზე მეტმა თურქმა სამხედრო მოსამსახურემ და დიპლომატმა ითხოვა. ამის შესახებ გამოცემა „შპიგელი“ იტყობინება. ამავე ინფორმაციით, იმიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების სამსახურს ჯერჯერობით არცერთი მათგანის თხოვნა არ დაუკმაყოფილებია. გერმანიაში თურქეთს ყველაზე დიდი დიასპორა ჰყავს. ქვეყნის ტერიტორიაზე 4,5 მილიონამდე ეთნიკური თურქი ცხოვრობს.