ხვალ 4 ნოემბერს, საგურამოში 12:00სთ-ზე, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, მონაწილეობას მიიღებს საგურამოს ობოლ და მზრუნველობა-მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების განახლებული სპორტული დარბაზის გახსნაში.
ორგანიზაცია "ქაუნთერფართ ინტერნეშენელისთვის" (Counterpart International) სარეკონსტრუქციო პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ოფისის მიერ გამოყოფილი დაფინანსების მეშვეობით.
გახსნის ცერემონიის შემდეგ, ორგანიზაცია "Physicians With Heart" (PWH)-ის წარმომადგენლები ამ დაწესებულების 41 აღსაზრდელს ხელმოკლე ოჯახებიდან გადასცემენ სხვადასხვა სახის დახმარებას.
ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ს საელჩოს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ორგანიზაცია ""Physicians With Heart" (PWH)-ის, საქართველოში მოქმედი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების, მცხეთა-მთიანეთის რაიონის, ადგილობრივი მმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების და "ქაუნთერფართ ინტერნეშენელის" თანამშრომლები.
საგურამოს სააღმზრდელო დაწესებულება ემსახურება მცხეთის რაიონის 41 ობოლ და მზრუნველობა-მოკლებულ ბავშვს.