ყირგიზეთში მცხოვრები ქართველები სახლებს ტოვებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ქართული ოჯახი ჩამოვიდა, რომელმაც განვითარებული მოვლენების გამო ყირგიზეთი დატოვა.
ყირგიზეთიდან დღეს ჩამოსული ბურნაძეების ოჯახი მარნეულში ცხოვრობს. ისინი 15 წლის განმავლობაში ყირგიზეთში იმყოფებოდნენ. მათი თქმით, არეულობების დროს აგრესია ეთნიკური ქართველების მიმართ არ ყოფილა.
ოჯახს ქვეყნის დატოვებაში საქართველოს საელჩო დაეხმარა.
დღეს ბურნაძეების გარდა, ყირგიზეთიდან ასევე ჩამოვიდა საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე. ისინი აჭარის მცხოვრებლები არიან.