თბილისში ავტოსაგზაო შემთხევა მოხდა. გლდანში, მეტროსადგურ "ახმეტელის" სიახლოვეს, # 153 სამარშრუტო ტაქსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, სამარშრუტო ტაქსის მიერ სიჩქარის გადაჭარბება. იგი შეეჯახა "კამაზის" ტიპის სატვირთო ავტომობილს, რომელიც გზის მეორე მხარეს იდგა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო.
ორივე ავტომობილის მძღოლი საპატრულო პოლიციამ ნარკოლოგიურ ტესტებზე წაიყვანა.
დაშავებულები გადაყვანილები არიან # 4 საავადმყოფოში. რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვს, ის იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.