ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლებს შორის ფრენბურთში შეჯიბრება გაიმართა. სპორტულ ოლიმპიადაში 190-ე სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილები 129-ე და 32-ე სკოლებმა გაინაწილეს. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა გუნდებმა. გოგონებში პირველობა 143-ე სკოლამ მოიპოვა. პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრება ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა. სასკოლო ოლიმპიადაში სულ 18 გუნდი მონაწილეობდა.
ასევე ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, თბილისის ასტრა პარკში სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩატარდა შეჯიბრება. კარტინგში, ბილიარდსა და ტენისში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. სპორტულ-გასართობ ღონისძებაში 220 სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. მოზარდებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ ასტრა პარკის ყველა მომსახურების მიღება. ფრენბურთის სასკოლო ოლიმპიადა და თბილისის ასტრა პარკში გამართული სპორტულ-გასართობი ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით გაიმართა.