სერიის პირველი ეტაპი 2 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე გაიმართება და მასში ქართველი დავით ქაჯაია იასპარეზებს.
შვიდი ბრენდის მიერ მომზადებული სარბოლო ავტომობილებია. TCR-ის დებიუტანტები არიან „აუდი“ და „კია“. მოგვიანებით შესაძლოა რბოლებში „პეჟოს“ და „ჰიუნდაის“ ავტომობილებიც გამოჩნდეს.
„TCR-ის საერთაშორისო სერია თავის მესამე სეზონს კიდევ უფრო გაზრდილი ხვდება. ჩვენ მოხარულნი ვართ მასში ახალი ბრენდების ჩართვით, როგორებიცაა „აუდი“ და „კია“. გვყავს ახალი გუნდები. ასევე გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა ევროპული თასის ფორმატი და მისი რამდენიმე მონაწილე, საერთაშორისო სერიის ზოგიერთ ეტაპზე იასპარეზებს“, - ამბობს სერიის დამაარსებელი და პრომოუტერი მარჩელო ლოტი.
რუსთავის ეტაპზე 16 პილოტი იასპარეზებს მეორე ეტაპზე კი, რომელსაც ბაჰრეინის სახირის ტრეკი, ფორმულა 1-თან ერთად უმასპინძლებს, 18 პილოტი გამოვა. სრული შემადგენლობა TCR-ის მესამე ეტაპზე, ბელგიის სპა ფრანკორშანზე გამოვა
სერიის მოქმედმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა სტეფანო კომინიმ გუნდი და მანქანა შეიცვალა და თავისი ტიტულის დაცვას „კომტოიუ რეისინგის“ „აუდი RS3 LMS-ით“ ეცდბა.
დათა ახალაია ახალი სეზონიდან ახალ გუნდში გადავიდა და რბოლებში „ალფა რომეო ჯულიეტათი“ მიიღებს მონაწილეობას. დათას ახალი გუნდია „GE-ფორსი“, სადაც მისი თანაგუნდელი იქნება ძველი მეტოქე, სერბი დუშან ბორკოვიჩი. ბორკოვიჩი გამოცდილი პილოტია და პილოტირების აგრესიული მანერით გამოირჩევა.