19 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში კომპანია "პე-ეს-პე" საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტთან ერთად 127 სხვადასხვა სახეობის ნერგს დარგავს. "პეესპე" ეხმაურება პატრიარქის ინიციატივას ნერგების დარგვის შესახებ.
სამების ბაღი იმ 20 ახალი სახეობის მცენარით გამდიდრდება, რომელიც ერთობლივად შეირჩა ინსტიტუტის რექტორ ზურაბ შევარდნაძესა და სწავლულ მდივანთან დედა თეკლესთან ერთად.
ნერგებს პეესპეს თანამშრომლები დარგავენ რაშიც ინსტიტუტის სტუდენტები დაეხმარებიან, სტუნდენტები უზრუნველყოფენ ამ ნარგავების შემდგომ პროფესიონალურ მოვლას, რათა ამ ხეებმა მუდამ დაამშვენოს სამების ბაღი.
ეს ერთერთი მნიშვნელოვანი წამოწყებაა ქალაქის მწვანე საფარის შესაქმნელად; სამების ბაღი არა მარტო ახალი და ეკოლოგიურად გაშენებული მოვლილი პარკია ჩვენს ქალაქში, სადაც მცენარეების შერჩევისას ყოველთვის გათვალისწინებულია თბილისის კლიმატისთვის შესაბამისობა, არამედ სასწავლო ცენტრია საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტებისთვის. საკუთარი სანერგე მეურნეობის შესაქმნელად ინსტიტუტს სათბური ესაჭიროება. პეესპეს გადაწყვეტილი აქვს სასათბურე მეურნეობის შექმნაში თანადგომა გაუწიოს ინსტიტუტს, არც სტუდენტებს საშუალებას მისცემს პედაგოგების ხელმძღვანელობით შემდგომი განაშენიანებისთვის საჭირო ნერგები საკუთარი ხელით გამოიყვანონ.
პატრიარქის კურთხევით ყველა ხე ლოცვით ირგვება "გაიხარე და გამახარე".