სერბეთთან განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა გუნდში დარჩენის პერსპექტივაზე ისაუბრა.
„ვხედავ თუ არა მომავალში თავს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი. ეს ფედერაციის, ქომაგებისა და ჟურნალისტების გადასაწყვეტია. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, დავრჩები. არ მივეკუთვნები იმ მწვრთნელების კატეგორიას, ვინც თავის თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, წავალ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას კარგად ვათვიცნობიერებ, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ. არსებული რესურსიდან გამომდინარე, საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ მეტყვიან, რომ მე ვარ დამნაშავე, წავალ!", - განაცხადა ვაისმა.