საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სერბეთთან განცდილი მარცხის შემდეგ "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"სამწუხაროდ, ისევ იგივე მეორდება. ინდივიდუალურ და პოზიციურ შეცდომებს ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ მომენტი ვერ გამოვიყენეთ. სერბებმა კი სამჯერ დაარტყეს და სამივე გაიტანეს. პირველი ტაიმი კარგი იყო, თუმცა ტაიმის დასასრულს კაკაბაძემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რასაც პენალტი მოჰყვა. მან ვერ გაიმეორა ის თამაში, რაც ირლანდიასა და უელსთან აჩვენა. ექვსმა მოთამაშემ საკუთარი თამაში აჩვენა, ოთხმა ეს ვერ შეძლო,“-აღნიშნა ვაისმა.
სერბეთთან საქართველოს ეროვნული ნაკრები 1:3 დამარცხდა და მუნდიალზე გასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგა.