საქართველოს ნაკრებმა მუნდიალზე გასვლის შანსი დაკარგა. ვაისის შეგირდებმა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში მე-5 ტურის შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან 1:3 დათმო. შეხვედრის მე-5 წუთზე ანგარიში ნიკა კაჭარავამ გახსნა. საქართველოს ნაკრებს უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა ვერ გაიტანა. სერბეთმა ანგარიში ტაიმის მიწურულს 11-მეტრიანით გაათანაბრა. მეორე ტაიმში სერბებმა ლორიას კარში კიდევ 2 ბურთი შეაგდეს. საქართველოს ნაკრებს კერჯერობით არცერთი მოგება არ აქვს და 2 ქულით ჯგუფში ბოლოს წინა, მეხუთე ადგილს იკავებს.