იტალიის ქალაქ პიზაში, მსოფლიო თასზე, ირმა ხეცურიანმა ფინალში გერმანელი მეტოქე ანგარიშით - 15:4 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ირმა ხეცურიანის კარიერაში ეს რიგით მეხუთე ოქროა.
რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნინი თიბილაშვილიც.