საქართველო ისლამურ რესპუბლიკაში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვაშაძის უწყებამ, საგანგებო განცხადება გაავრცელა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს.
შეგახსენებთ, რომ პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკის ქალაქ რავალპინდიში გუშინ ტერორისტული აქტი მოხდა, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.