2011 წელს ბათუმში დიდი ტურისტული კონფერენციის ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ტალებ რიფაისთან შეხვედრისას ისაუბრა.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანი საქართველოში მესამე დღეა იმყოფება და ქვეყნის რეგიონებსა და კულტურულ მემკვიდრეობას ეცნობა.