კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას მსოფლიო ბანკის და გაეროს სასურსათო პროგრამის ჯგუფები დაეხმარებიან - ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს.
რა სახის პროდუქტები შევა დახმარების პაკეტში ჯერ უცნობია, თუმცა გუბერნატორის მოადგილე კახეთში გიორგი სიბაშვილი აცხადებს, რომ დახმარების მიმღებთა რიცხვი და პროდუქტების სახეობა მას შემდეგ გადაწყდება, რაც რეგიონალური განვითარების სამინისტრო მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის.
ოფიციალური მონაცემებით, კახეთში სტიქიამ საკმაოდ დიდ მასშტაბებს მიაღწია და 5 მუნიციპალიტეტი - ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი და გურჯაანი მოიცვა. წინასწარი ინფორმაციით სტიქიით გამოწვეული ზარალი 2 მილიონ ლარს აჭარბებს.