"საქსტატი" სტრუქტურის კომერციალიზაციას იწყებს და ამ ეტაპზე კომერციული ინფორმაციბის საფასურის განსაზღვრის ეტაპზეა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "საქსტატის" ხელმძღვანელმა ზაზა ჭელიძემ განაცხადა, "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" კანონში გარკვეული ცვლილებები შევა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს მომსახურეობის ტარიფების განსაზღვრა დაევალება.
"საქსტატის" აქვს უფლებამოსილება, რომ ინფორმაციები გაყიდოს და ამით გარკვეული შემოსავალი მიიღოს. თუმცა, აქამდე ამ შემოსავლის დადგენის საფასურის მექანიზმი კანონით არ იყო განსაზღვრული. "ოფიციალური სტატისტიკის კანონში" შესატანი ცვლილების მიხედვით კი ამიერიდან კი ჩვენ გვეძლვევა საშუალება, რომ ეს ტარიფი თავად დავამტკიცოთ", _ განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ზაზა ჭელიძემ.