ე.წ. „ჭკვიანი“ ჟაკეტი კომპანია Google-გან, რომელიც ბრენდ Levi's-გან იქნება წარმოებული გაყიდვაში მიმდინარე წლის შემოდგომიდან ჩაეშვება.
როგორც ირკკვევა, ჯერ კიდევ ორი წლის უკან კომპანიამ ტექნოლოგიური ჟაკეტის შექმნა დაანონსეს, სახელწოდებით Commuter. ასეთი ტანსაცმის შექმნისთვის კი Google-ს ტექნოლოგიების გამოყენება იგეგმებოდა.
როგორც ინსაიდერები აცხადებენ, პროდუქტი იაფი არ იქნება. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „ჭკვიანი“ ჟაკეტის ფასი 350 დოლარიდან იქნება.
„ჭკვიანი“ სამოსი ძირითადად ველომოყვარულებისთვისაა განკუთვნილი. ის შესაძლებლობას იძლევა დაარეგულიროს მუსიკის ხმა, უპასუხოს სატელეფონო ზარებს, ასევე გადაამოწმოს ის მარშრუტი, რომელიც ველომოყვარულისათვის არის საინტერესო. ამ ყველაფრის გაკეთება კი ჯაკეტთან შეხებითაა შესაძლებელი.