უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები ძალიან ახლოს არიან იმ მომენტთან, როდესაც შესაძლებელი იქნება რუსეთის იძულება, დაასრულოს ან სულ მცირე შეაჩეროს ომი, მაგრამ ამისათვის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები უნდა დააწესოს. ამის შესახებ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მომენტთან, როდესაც შეგვიძლია რუსეთს ვაიძულოთ ომი დაასრულოს, ან სულ მცირე, შეაჩეროს იგი. ჩვენ ამას ვგრძნობთ.
ჩვენი ოპერაცია „ობობის ქსელი მიუხედავად იმისა, რომ ისინი [რუსები] გააფთრებულები არიან, ყველას ესმის, რომ თუ ასეთი შემთხვევები იქნება 20 ათასი რაკეტით [რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის დაგეგმა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში გადაიტანა] და ა.შ., მაშინ ჩვენ საკუთარ ძალებს დავეყრდნობით... არ გვინდა ომის გაგრძელება, მაგრამ თუ ეს ერთადერთი გამოსავალია, ჩვენ თვითონ ვიბრძოლებთ. ძალიან ახლოს მივედით. ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატების ძლიერი დახმარება, შეერთებულ შტატებს სჭირდება ევროპასთან ერთიანობა და მაინც პუტინზე ზეწოლა. მას არ სურს ომის დასრულება, მაგრამ მან, შესაძლოა, ომი დაასრულოს პარტნიორების ზეწოლის შედეგად. ჩემი აზრით, ეს შანსს იძლევა. და ეს ნამდვილად არ ჟღერს პესიმისტურად, მე რეალობაზე ვსაუბრობ.“
შეკითხვაზე, სურს თუ არა ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, ზელენსკიმ უპასუხა: „ის ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერია, მან ეს უნდა გააკეთოს. იმედი მაქვს, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ შეერთებული შტატები ცივილიზებული სამყაროს ლიდერია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ტრამპმა ცოტა ხნის წინ უკრაინის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესაძლებლობაზე მიანიშნა.
„რუსების მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ უკვე ბევრი რამ იყო. მე ნამდვილად არაფერი მინდა აშშ-სგან“, - უპასუხა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს უჭერს აშშ-ს მიერ შეთავაზებულ ყველა ინიციატივას ცეცხლის შეწყვეტის, ომის დასრულებისა და მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატის შესახებ.
„არ არის საჭირო ჩვენსა და რუსებს შორის ბალანსის ძიება. რუსებს ეს არ სურთ. ზოგჯერ ალტერნატივა არ არსებობს. აქ მხოლოდ რუსებს არ სურთ ომის დასრულება. აქ არ აქვს მნიშვნელობა ვის სურს რუსებისთვის სანქციების დაწესება; აქ სანქციები ამერიკამ უნდა დააწესოს.
„აქ ალტერნატივა არ არსებობს, არც პირველ და არც მეორე კითხვაში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.