სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, ნავთობსაცავი, რომელზეც 6 ივნისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა თავდასხმა განახორციელეს, უკვე მესამე დღეა იწვის.
როგორც რუსული Telegram-არხები წერენ, ეს ნავთობის საცავი საწვავს ამარაგებს სამხედრო აეროდრომ „ენგელს-2“-ს.
დღევანდელი ხანძრის შლეიფი თითქმის 15 კილომეტრის სიგრძისაა.
6 ივნისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა ორ რუსულ სამხედრო აეროდრომზე: ენგელსსა და დიაგილევოზე დარტყმის შესახებ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ენგელსში საწვავისა და საპოხი მასალების სულ მცირე სამი ავზი დაზიანდა.
სარატოვის ოლქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ენგელსის საცხოვრებელ უბნებში ჰაერში მავნე ნივთიერებების ჭარბი კონცენტრაცია არ დაფიქსირებულა, თუმცა, როგორც რუსული Telegram-არხები წერენ, ხანძრის შავი კვამლი ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან ჩანს.