„ბორნმუტის“ ფეხბურთელს, ტაირონ მინგსს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის მიზეზი 4 მარტს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტი გახდა. მინგსმა „იუნაიტედის“ ფორვარდს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავში ფეხი მოარტყა, რის შემდეგაც ზლატანმა მას სახეში მკლავი ჩაარტყა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.