კატალონიური ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. განმეორებით შეხვედრაში ბარსამ პარი სენ-ჟერმენს 6:1 მოუგო. პირველი მატჩი კატალონიელებმა ფრანგებთან დიდი ანგარიშით, 4:0 წააგეს, განმეორებით შეხვედრაში კი მობილიზება შეძლეს. ბოლო 3 ბურთი მათ ბოლო წუთებზე გაიტანეს.